ბასილაშვილი ბარსელონას ღია პირველობის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

მსოფლიოს მე-20 ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონას ღია პირველობის (Barcelona Open Banc Sabadell) 1/16-ფინალში ესპანელ მეტოქესთან – ხაუმე მუნართან (105) ორ სეტში, ანგარიშით 1:6; 4:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

1/16-ფინალური შეხვედრა 1 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. ნიკამ მატჩში 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ეს ბასილაშვილისთვის ბოლო 1 თვეში ზედიზედ მე-4 წაგება იყო.

Barcelona Open Banc Sabadell-ი  24 თებერვალს დასრულდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალია, რომელმაც შარშან ფინალში სტეფანოს ციციპასს მოუგო.


ბასილაშვილი ბარსელონას ღია პირველობის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

სტატიის ავტორი
-