როლან გაროსი | კარიერაში პირველად, 18 წლის გაუფი სლემის ნახევარფინალში გავიდა

საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში 18 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი, კორი გაუფი გავიდა.

ახალგაზრდა მოთამაშემ დღევანდელ შეხვედრაში სლოუნ სტივენსი (64) დაამარცხა და კარიერაში პირველად, სლემის 1/2 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

გაუფმა 29 წლის ამერიკელის ჩაწოდებაზე გეიმის მოგება 6-ჯერ მოახერხა, საპასუხოდ კი, მხოლოდ 2-ჯერ დაბრეიკდა. დაპირისპირება 1 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა.

როლან გაროსი. 1/4 ფინალი
კორი გოფი (აშშ) – სლოუნ სტეფენსი (აშშ) – 7:5, 6:2

როლან გაროსი | კარიერაში პირველად, 18 წლის გაუფი სლემის ნახევარფინალში გავიდა 1

როლან გაროსის ნახევარფინალში გაუფი იტალიელ, მარტინა ტრევისანს დაუპირისპირდება.

როლან გაროსი | კარიერაში პირველად, 18 წლის გაუფი სლემის ნახევარფინალში გავიდა

სტატიის ავტორი
-