ნიკოლოზ ბასილაშვილს როლან გაროსის მეორე წრეში ჩატარებული შეხვედრის დროს მხედველობის პრობლემა შეექმნა. ქართველმა ჩოგბურთელმა კარლოს ალკარასთან წაგებულ თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში სამედიცინო პაუზა აიღო.
სამედიცინო შტაბთან კომუნიკაციის დროს, ბასილაშვილმა თქვა, რომ ის “ვერ ხედავდა”, რაც მას თამაშში ხელს უშლიდა.
სამწუხაროდ, ნიკოლოზი კარლოს ალკარასთან 3 სეტში – 4:6; 2:6; 4:6 დამარცხდა.