დი კანიო: ,,მოურინიო მითია, ბოდო-გლიმტთან მოგების აღნიშვნა სასაცილოა”

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, პაოლო დი კანიომ, ,,რომასა” და ,,ბოდო-გლიმტის” შეხვედრის შემდეგ, ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა:

,,ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ კონფერენს ლიგით, რომელიც, სხვათა შორის, ჯერ რომას არ მოუგია და ჯერ კიდევ ნახევარფინალი აქვს სათამაშო. მაგრამ, აცნობიერებთ, რომ ,,ბოდო-გლიმტს” ჰყავს შვიდი ფეხბურთელი, რომელიც ნავსადგურში ორაგულის გადმოტვირთვაზე მუშაობს?

მოურინიო მითია… ისე ჩანს, თითქოს, მან ხალხი სტადიონზე დააბრუნა, მაგრამ რეალურად ეს 5-დოლარიანი ბილეთების დამსახურებაა. მოდით, კონფერენს ლიგაზე მიღწეული წარმატებით იტალიური ფეხბურთის აღმავლობაზე საუბარს ნუ დავიწყებთ, ეს სისულელეა. რომას კარგად ვიცნობ და ისინი გულშემატკივრების ნაკლებობას არასდროს უჩიოდნენ. ბოდო-გლიმტთან მოგების აღნიშვნა სასაცილოა,” – დი კანიოს სიტყვებს Football Italia ციტირებს.


კონფერენს ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რომამ” ,,ბოდო-გლიმტს” 4:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ლესტერს დაუპირისპირდება.

დი კანიო: ,,მოურინიო მითია, ბოდო-გლიმტთან მოგების აღნიშვნა სასაცილოა”

სტატიის ავტორი
-