2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი სტადიონები

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები და მექსიკა უმასპინძლებენ. უპრესტიჟულესი სანაკრებო ტურნირის მასპინძლობისთვის, მეზობელმა ქვეყნებმა ერთობლივი განაცხადი შეიტანეს და მუნდიალის მასპინძლობის უფლება მოიპოვეს. სამეულს კონკურენციას მაროკო უწევდა, თუმცა ხმათა სოლიდური უმრავლესობით დამარცხდა.

ცნობილია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები კანადის, აშშ-სა და მექსიკის 16 ქალაქში გაიმართება. კანადაში, მუნდიალის მატჩები ვანკუვერსა და ტორონტოში ჩატარდება, ხოლო მექსიკა 3 ქალაქით იქნება წარმოდგენილი (მეხიკო, მონტერეი, გუადალახა). აშშ მუნდიალის ყველაზე მეტი მასპინძელი ქალაქითაა წარმოდგენილი – მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები 11 ქალაქში ჩატარდება (ნიუ იორკი, დალასი, კანზას სიტი, ჰიუსტონი, ატლანტა, ლოს ანჯელესი, ფილადელფია, სიეტლი, სან ფრანცისკო, ბოსტონი, მაიამი).

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები ისეთ გამორჩეულ სტადიონებზე ჩატარდება, როგორიცაა: “აცტეკა”, “მეტლაიფი”, “ლუმენი”, “ჰარდ როკი”, “ეროუჰედი” და სხვა. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება პირველი, რომელშიც 48 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. FIFA-ს მიერ მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 32-ის ნაცვლად, 48 ნაკრები იასპარეზებს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by FTBL (@ftbl)

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი სტადიონები

სტატიის ავტორი
-