23-წლამდე ფეხბურთელებისგან შემდგარი სეზონის გუნდი Goal.com-ის ვერსიით

ბრიტანულმა ვებგვერდმა, Goal.com-მა, სეზონი შეაჯამა და შეადგინა საუკეთესო თერთმეტეული, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

სიმბოლურ გუნდში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა:

,,მარცხენა ფლანგზე ვინისიუს ჟუნიორი და გაბრიელ მარტინელი აშკარად სერიოზული პრეტენდენტები იყვნენ. თუმცა, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ბაზარზე მხოლოდ ,,ნაპოლის” კარგი მუშაობა არ დაუმტკიცებია – ის მხოლოდ 10 მილიონ ევროდ გაიფორმეს, უნდა გვახსოვდეს, რომ მან, ასევე, საკუთარი თავი დაიმკვიდრა, როგორც ყველაზე გამორჩეულმა შემტევმა მსოფლიო ფეხბურთში. ყველა ტურნირზე 14 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა, ლუჩიანო სპალეტის ბრწყინვალე გუნდმა კი 33-წლიანი გვალვა დაასრულა და სკუდეტო მოიგო. ასევე, კლუბის ისტორიაში პირველად ,,ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

ეს იყო ძალიან გუნდური შრომა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ადგილობრივებმა ქართველ ფეხბურთელს ,,კვარადონა” შეარქვეს, თავად მეტყველებს იმაზე თუ რა გავლენა აქვს მას ნეაპოლში,” – წერს Goal.com-ი.

23-წლამდე ფეხბურთელებისგან შემდგარი სიმბოლური თერთმეტეული Goal.com-ის ვერსიით ასე გამოიყურება:

მეკარე – მარკო კარნეზეკი (კრემონეზე)

მცველები – ვილიამ სალიბა (არსენალი), მატიას დე ლიხტი (ბაიერნი), ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი), ბალდე (ბარსელონა).

ნახევარმცველები – ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), პედრი (ბარსელონა), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი).

თავდამსხმელები – ბუკაიო საკა (არსენალი), ერლინგ ჰოლანდი (მან. სიტი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).

https://twitter.com/GoalNews/status/1664250813076627456

23-წლამდე ფეხბურთელებისგან შემდგარი სეზონის გუნდი Goal.com-ის ვერსიით

სტატიის ავტორი
-