82 წლის ასაკში პელე კლინიკაში გარდაიცვალა

82 წლის ასაკში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია მისმა შვილმა, საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ჯანმრთელობის მდგომარეობა მოლო დღეებში ძალიან გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის საავადმყოფო ავრცელებდა, რომელშიც ის მკურნალობდა.

სან პაულოში მდებარე, ალბერტ აინშტაინის სახელობის ებრაული კლინიკის განცხადებით, დაავადება, რომელიც პელეს აწუხებდა, ორგანიზმში უფრო მეტად ვითარდებოდა, რამაც საბოლოოდ მისი სიკვდილი გამოიწვია.

82 წლის ასაკში პელე კლინიკაში გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-