აიაქსმა და ბლინდმა კონტრაქტი გაწყვიტეს

,,აიაქსის” მცველმა, დეილი ბლინდმა, ამსტერდამული კლუბი დატოვა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. გადაწყვეტილების ინიციატორი, თავად ბლინდი იყო.

,,ბოლო დღეების განმავლობაში ბლინდთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ. იმედი მაქვს, ის იპოვის სხვა გუნდს, სადაც წარმატებულ კარიერას დაასრულებს. დეილისთან ერთად ,,ამსტერდამ არენაზე” ჩავატარებთ მატჩს, რომელშიც ის გულშემატკივრებს სათანადოდ დაემშვიდობება,” – განაცხადა ,,აიაქსის” გენერალურმა დირექტორმა, ედვინ ვან დერ სარმა.

ბლინდი ,,აიაქსში” 2018 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ გუნდთან ერთად ნიდერლანდების ჩემპიონი სამჯერ გახდა.

მიმდინარე სეზონში 32 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ამსტერდამული კლუბის მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა იყო.

აიაქსმა და ბლინდმა კონტრაქტი გაწყვიტეს

სტატიის ავტორი
-