ალ ნასრში გატარებულ პირველ სეზონში რონალდუმ ტიტულის მოგება ვერ შეძლო

საუდის არაბეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა, 29-ე ტურში, ,,ალ ნასრმა”, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, ,,ალ-იტიფაქთან” სტუმრად ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა.

,,ალ ნასრის” უშუალო კონკურენტმა, ,,ალ-იტიჰადმა” კი ,,ალ-ფეიჰა” 3:0 დაამარცხა და ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა (ბოლო ტურის წინ ,,ალ-იტიჰადს” 69 ქულა დაუგროვდა, ,,ალ ნასრს” კი 64 ქულა აქვს).

შედეგად, არაბული გუნდის პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე სეზონში უტიტულოდ დარჩა, მისმა კლუბმა ვერც საუდის არაბეთის თასისა და სუპერთასის მოგება შეძლო.

რონალდუ ტიტულს ზედიზედ ორი სეზონია ვერ იგებს, რაც მის კარიერაში პირველი შემთხვევაა.

კრიშტიანუს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ,,ალ ნასრის” მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 14 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

https://twitter.com/goal/status/1662550602415579140

ალ ნასრში გატარებულ პირველ სეზონში რონალდუმ ტიტულის მოგება ვერ შეძლო

სტატიის ავტორი
-