ანრი: ,,მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონატი 16 გოლით და 16 ასისტით დაასრულა, მას კი თამაშის წინ უსტვინეს”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ტიერი ანრი, ,,პარი სენ ჟერმენის” ქომაგების მხრიდან ლეო მესის მიმართ სტვენას გამოეხმაურა:

,,პსჟ-ს ფანების არ მესმის. ლიგა 1-ის მოგებით მესი ამ გუნდის ისტორიაში შევიდა, მისი თამაშით სიამოვნება უნდა მიიღო. მგონი, პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლიგა 1-ის სეზონი 16 გოლით და 16 პასით დაასრულა, მას კი თამაშის წინ უსტვინეს…

ობიექტური ვერ ვიქნები, როცა ლეოზე ვსაუბრობ, ის ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დამეხმარა,” – განაცხადა ანრიმ.

მესიმ გუშინ ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა. ფანებმა ლეოს ,,კლერმონთან” მატჩში არაერთხელ დაუსტვინეს.

2022-2023 წლების სეზონში 35 წლის ფეხბურთელმა ,,პსჟ-ს” შემადგენლობაში ჩატარებულ 41 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ანრი: ,,მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონატი 16 გოლით და 16 ასისტით დაასრულა, მას კი თამაშის წინ უსტვინეს”

სტატიის ავტორი
-