არაბეთში წასვლის მიუხედავად, რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი აქვს

“ალ ნასრთან” გაფორმებულ კონტრაქტში კრიშტიანუს ერთი საინტერესო პუნქტი აქვს, რომლის მიხედვითაც პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შანსი მაინც შეინარჩუნა.

ბოლო პერიოდში რონალდუ კლუბის გარეშე იყო, რადგან “მანჩესტერთან” უთანხმოების გამო, მოუწია იქურობას გასცლოდა. ევროპული კლუბები პორტუგალიელის დამატებაზე უარს ამბობდნენ, რადგან მისი უზარმაზარი ხელფასის გადახდა არავის სურდა. საბოლოოდ, 37 წლის თავდამსხმელი არაბულმა “ალ ნასრმა” დაიმატა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას მაინც ექნება შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს.

https://twitter.com/DeadlineDayLive/status/1609969774393442304

Marca-ს ინფორმაციით, რონალდუს კონტრაქტში აქვს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას მაინც აქვს შანსი, რომ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ითამაშოს. იმ შემთხვევაში თუ, “ნიუკასლი” მოახერხებს და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს, პორტუგალიელს შეეძლება, რომ ინგლისელთა რიგებში იჯარის წესით ითამაშოს. ამის შესაძლებლობა პორტუგალიელს იმის გამო მიეცა, რომ ორივე კლუბი საუდის არაბეთის საჯარო ინვესტიციის ფონდის საკუთრებაშია.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს ჩემპიონთა ლიგის რამდენიმე რეკორდი ეკუთვნის. აღნიშნულ ტურნირზე, 140 გატანილი გოლით, კრიშტიანუ ბომბარდირია. ერთადერთი, ვისაც მისი მიღწევის გაუმჯობესება შეუძლია არის ლიონელ მესი. მსოფლიო ჩემპიონს 129 გოლი აქვს გატანილი და პორტუგალიელს მხოლოდ 11-ით ჩამორჩება.

არაბეთში წასვლის მიუხედავად, რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი აქვს

სტატიის ავტორი
-