არგენტინული მედიის ცნობით, ლიონელ სკალონი ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ლიონელ სკალონი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს 2026 წლამდე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას TyC Sports-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და 44 წლის სპეციალისტი ახალ ხელშეკრულებას ხელს მარტში მოაწერს.

სკალონი ,,ალბისელესტეს” მთავარ მწვრთნელად 2018 წელს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი (2022 წელს), კოპა ამერიკა (2021 წელს) და ფინალისიმა (2022 წელს) მოიგო.

არგენტინული მედიის ცნობით, ლიონელ სკალონი ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

სტატიის ავტორი
-