AS – საფრანგეთის ნაკრების 3 ფეხბურთელი ბენზემას გუნდში ყოფნის წინააღმდეგი იყო

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები – უგო ლორისი, ოლივიე ჟირუ და ანტუან გრიზმანი, მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდში კარიმ ბენზემას ყოფნის წინააღმდეგნი იყვნენ. ინფორმაციას AS-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბენზემას მისამართით ყველაზე დიდ უკმაყოფილებას ანტუან გრიზმანი გამოხატავდა. ამის მიზეზი კი კარიმის მიმართ არსებული დიდი ყურადღება იყო, რამაც მათ შორის დაძაბულობა გააჩინა.

გრიზმანი იმაზეც კი წუხდა, რომ სოციალურ მედიაში უფრო ხშირად ბენზემა ჩნდებოდა და ამ საკითხზე მასსა და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის შეხვედრაც კი შედგა.

ბენზემამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტრავმა მიიღო და მუნდიალი გამოტოვა. ფრანგულ მედიაში მალევე დაიწერა, რომ კარიმს ტრავმა მოშუშებული ჰქონდა და ფინალში თამაში შეეძლო, თუმცა, ამავდროულად, ინფორმაცია მასსა და ნაკრების წევრებს შორის არსებულ კონფლიქტზეც გავრცელდა.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ბენზემამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 35 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოწერა ჩუამენის, კამავინგას, მბაპეს, ვარანისა და ტურამის გარდა, ეროვნული გუნდის ყველა მოთამაშეს გაუუქმა.

https://twitter.com/FabrizioRomano/status/1604847161342140418

AS – საფრანგეთის ნაკრების 3 ფეხბურთელი ბენზემას გუნდში ყოფნის წინააღმდეგი იყო

სტატიის ავტორი
-