,,უდინეზესთან” მატჩის შემდეგ, რომელშიც ,,ნაპოლიმ” იტალიის ჩემპიონობა გაიფორმა. ასეულობით ნეაპოლელი მოედანზე შეცვივდა.
რამდენიმე ფანმა სტადიონიდან ისტორიული შეხვედრის ბალახი წაიღო, რისი ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
NAPOLI FANS SAVING PIECES OF UDINESE TURF ON WHICH THEY WON TITLE. 🌱🌱🌱
— Men in Blazers (@MenInBlazers) May 4, 2023
Football. A sport so powerful, it will cause grown adults to dig up pieces of turf and save them in bags. pic.twitter.com/5Hj0Ifc9sl
როგორც ჩანს, ზოგიერთი ტიფოზისთვის ეს ფულის შოვნის საშუალებად იქცა – eBay-ზე Dacia Arena-დან წამოღებული ბალახი 700 ევროდ იყიდება, მინიმალური ფასი კი 100 ევროა.
საინტერესოა, რომ ერთ-ერთი გამყიდველი ,,პროდუქტის” მდგომარეობას ,,ახლად” აფასებს.
#Napoli tifosi mettono su Ebay una zolla della #DaciaArena a… 700 euro! https://t.co/4AmOgbL93J
— La Gazzetta dello Sport (@Gazzetta_it) May 5, 2023