2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე 2-კვირაზე ნაკლები დრო რჩება.
შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველ კლუბებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ დასახულის მიზნების რეალიზებისათვის.
ამჯერად საქმე ეხება კარიმ ბენზემას, რომელიც მადრიდის “რეალთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
ფრანგ ფორვარდს, “ბლანკოსთან” 2022 წლის ზაფხულამდე ჰქონდა კონტრაქტი, თუმცა ახალი ხელშეკრულების თანახმად, რომელიც ოფიციალურად დადასტურდა, ბენზემა სამეფო კლუბის ღირსებას, 2023 წლის ივნისამდე დაიცავს.
Contract signed. Karim Benzema extends his agreement with Real Madrid until June 2023 – paperworks completed, official announcement in place after Courtois and Carvajal. ⚪️ #RealMadrid
…and it started like this, July 2009 @ Bernabéu. 4433 days ago. 👇🏻🇫🇷🇪🇸 pic.twitter.com/Ufscfi3bCr
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 20, 2021
ბენზემა მადრიდული კლუბის რიგებში 2009 წლიდან ირიცხება, აღნიშნულ პერიოდში ფრანგმა თავდამსხმელმა “რეალის” მაისურით 560 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 281 ბურთის გატანა და 144 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.