ბენზემამ საუდის არაბეთიდან ოფიციალური შეთავაზება მიიღო

მიუხედვად იმისა, რომ ბოლო წლებში ბენზემა “რეალის” ლიდერად ჩამოყალიბდა, ფრანგის წასვლა სულ უფრო რეალური ხდება. ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელმა საუდის არაბეთიდან ოფიციალური შეთავაზება უკვე მიიღო.

https://twitter.com/FabrizioRomano/status/1663628892899364864

AS-ის ცნობით, ფრანგს არაბებმა 400 მილიონ ევროიანი კონტრაქტი შესთავაზეს. ხელშეკრულების მიხედვით, ბენზემა არაბულ კლუბში ორი წლით დარჩება და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ამბასადორის როლს მოირგებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბენზემას გადაწყვეტილება კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ “რეალს” მისი დარჩენა სურს. თუ ბენზემა წასვლაზე უარს იტყვის, მადრიდელები მზად არიან ფრანგ შემტევს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგრძლივონ.

შეგახსენებთ, რონ საუდის არაბეთში ბენზემას ყოფილი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუც ირიცხება, რომელიც არაბულ კლუბს დეკემბრის ბოლოს შეუერთდა და 15 ლიგის შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.

ბენზემამ საუდის არაბეთიდან ოფიციალური შეთავაზება მიიღო

სტატიის ავტორი
-