ბლინდი ბაიერნში გადასვლაზე: ,,უბრალოდ, მომენტით ვტკბები”

,,ბაიერნის” ახალწვეულმა, დეილი ბლინდმა, მიუნხენურ გრანდში გადასვლაზე ისაუბრა:

,,ველაპარაკე თუ არა ვან გაალსა და ტენ ჰაგს ,,ბაიერნში” გადმოსვლის წინ? არა, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მათ მომწერეს და მომილოცეს. ნაგელსმანი? ის შესანიშნავი მწვრთნელია და მისგან რაღაცის სწავლას მოუთმენლად ველი.

დე ლიხტს რამდენიმეჯერ ვესაუბრე და ის ძალიან ბედნიერი იყო. არ ვფიქრობ, რომ ენობრივი ბარიერი პრობლემას წარმოადგენს, რადგან აქ ინგლისურად ყველა კარგად საუბრობს. თუმცა, გერმანულის სწავლა უკვე დავიწყე.

მეც იგივე მიზნები მაქვს, რაც გუნდს – ტიტულების მოგება. მინდა, რომ კლუბს დავეხმარო. რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი თამაში მსურს, მაგრა ჩემს როლს ვიაზრებ და უბრალოდ მომენტით ვტკბები. ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში,” – განაცხადა ბლინდმა.

ბლინდი ,,ბაიერნს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მიუნხენურ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ნიდერლანდელმა ,,აიაქსთან” კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა. მიმდინარე სეზონში 32 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ამსტერდამული კლუბის მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა იყო.

ბლინდი ბაიერნში გადასვლაზე: ,,უბრალოდ, მომენტით ვტკბები”

სტატიის ავტორი
-