Transfermarkt-ის მონაცემებით, 2022 წლის პირველი ივლისიდან დღემდე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის” შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 70 მილიონი ევროთი გაიზარდა, რაც გასული სეზონის რეკორდია.
კვარა, რომელიც პირველივე წელს იტალიის ჩემპიონი და სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ახლა 15 მილიონის ნაცვლად, 85 მილიონ ევროდაა შეფასებული.
Top სამეულში ,,ბრაიტონის” ნახევარმცველი, მოისეს კაისედო და ,,ჩელსის” ნახევარმცველი – ენცო ფერნანდესი მოხვდნენ. ეკვადორელის ფასმა 69 მილიონით მოიმატა, არგენტინელის კი – 65-ით.
ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Top 10 – ფეხბურთელები, რომელთა ფასი გასულ სეზონში ყველაზე მეტად გაიზარდა: