იურგენ კლოპი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, სპეციალისტს ჯარიმის გადახდაც მოუწევს

პრემიერლიგამ ,,ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, მსაჯის – პოლ ტირნის გაკრიტიკების გამო, 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

,,ტოტენჰემთან” მოგებული მატჩის შემდეგ, (4:3) გერმანელმა სპეციალისტმა ტირნი მიკერძოებაში დაადანაშაულა.

Sky Sports-ის ცნობით, კლოპს ჯარიმის სახით 75 ათასი ფუნტის გადახდაც დაევალა.

,,ლივერპულს” სეზონის ბოლო ორი შეხვედრა ,,ასტონ ვილასთან” და ,,საუთჰემპტონთან” ელის. ,,მერსისაიდელები” პრემიერლიგის 36 ტურის შემდეგ, 65 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზე არიან.

იურგენ კლოპი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, სპეციალისტს ჯარიმის გადახდაც მოუწევს

სტატიის ავტორი
-