ლევანდოვსკი: ,,იმედი მაქვს, მესი ბარსელონაში დაბრუნდება”

,,ბარსელონას” თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი იმედოვნებს, რომ ლეო მესი კარიერას კატაონიურ გუნდში გააგრძელებს:

,,უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, შეძლებს თუ არა მესი ,,ბარსელონაში” დაბრუნებას. იმედია, დაბრუნდება… რამდენიმე დღეში, ალბათ, უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება.

ვიცი, რომ მასთან ერთად თამაში ძალიან ადვილი იქნება, რადგან ლეოს თამაში თითქმის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია,” – ლევანდოვსკის სიტყვებს Marca ციტირებს.

მესი ,,პსჟ-ს” შემადგენლობაში ბოლო შეხვედრას დღეს, ,,კლერმონის” წინააღმდეგ გამართავს.

მიმდინარე სეზონში 35 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 21 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა.

ლევანდოვსკი: ,,იმედი მაქვს, მესი ბარსელონაში დაბრუნდება”

სტატიის ავტორი
-