პარი სენ ჟერმენი ახალ მწვრთნელს ეძებს

,,პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობა გუნდის ბოლოდროინდელი შედეგებით უკმაყოფილოა და მთავარი მწვრთნელის, კრისტოფ გალტიეს, გათავისუფლებას აპირებს. ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფრანგი სპეციალისტის რეპუტაცია განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ შეილახა.

პარიზული კლუბის მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ზინედინ ზიდანია, თუმცა, როგორც RMC Sport-ი წერს, მისი დათანხმება რთული იქნება. ასევე განიხილება იულიან ნაგელსმანის ვარიანტიც და თუ ზაფხულამდე გერმანელი რომელიმე სხვა გუნდს არ ჩაიბარებს, ,,პსჟ” მას წინადადებით მიმართავს.

გამოცდილ სპეციალისტებს შორის ანტონიო კონტეს, ჟოზე მოურინიოსა და ლუის ენრიკეს კანდიდატებსაც განიხილავენ, თუმცა, ნაკლებსავარაუდოა, რომ მომავალ სეზონამდე რომელიმე მათგანი ,,პარი სენ ჟერმენის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.

საფრანგეთის ლიგა 1-ის 29 ტურის შემდეგ, გალტიეს გუნდს 66 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ,,ლანსს” 6 ქულით უსწრებს.

პარი სენ ჟერმენი ახალ მწვრთნელს ეძებს

სტატიის ავტორი
-