ნაპოლიმ ლუის ენრიკესთან მოლაპარაკებები დაიწყო

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, შესაძლოა, ,,ნაპოლი” ჩაიბაროს. ინფორმაციას Sport.es-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და იმ შემთხვევაში თუ გუნდს ლუჩიანო სპალეტი დატოვებს, ნეაპოლელთა მთავარი ფავორიტი სწორედ ესპანელი სპეციალისტი იქნება.

ბოლო დროს იტალიურ მედიაში ,,ნაპოლიდან” სპალეტის შესაძლო წასვლის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი იწერება.

მიმდინარე სეზონში ,,პარტენოპეიმ” იტალიის სერია A მოიგო, რაც 1990 წლის შემდეგ გუნდმა პირველად შეძლო.

ნაპოლიმ ლუის ენრიკესთან მოლაპარაკებები დაიწყო

სტატიის ავტორი
-