ჩუამენი: “მბაპემ პსჟ-ში თამაში შემომთავაზა მაგრამ მე რეალი ავირჩიე”

მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა, აურელინ ჩუამენმა განაცხადა, რომ “პსჟ”-ს ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ მას პარიზულ კლუბში თამაში შესთავაზა.

“მქონდა შანსი ამერჩია სხვა კლუბები, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ “რეალს” ჩემი შეძენა სურდა, აღარ მიყოყმანია

მბაპე მესაუბრა და მკითხა, შემეძლო თუ არა კონტრაქტი “პსჟ”-სთან გამეფორმებინა. თუმცა, კილიანს ვუთხარი, რომ მადრიდის “რეალში” გადასვლა მინდოდა და ჩემი არჩევანი ყოველთვის მადრიდი იყო – მან ჩემი გადაწყვეტილება გაიგო,” – თქვა ფრანგმა.

14 ივნისს მადრიდის “რეალმა” ჩუამენის ოფიციალური პრეზენტაცია გამართა. ფეხბურთელმა ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჩუამენი: “მბაპემ პსჟ-ში თამაში შემომთავაზა მაგრამ მე რეალი ავირჩიე”

სტატიის ავტორი
-