დეილი ბლინდი ბაიერნის ფეხბურთელია

მიუნხენის “ბაიერნმა” ყველასათვის მოულოდნელი ტრანსფერი განახორციელა და დეილი ბლინდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, ბლინდმა “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ ბლინდმა, რომელმაც “აიაქსთან” კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა, ბუნდესლიგის გრანდთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და სამედიცინო შემოწმების გავლის თარიღიც ჩანიშნულია.

დეილი ბლინდი ბაიერნის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-