Diario Sport: ალ ჰილალს სურს, რომ მესის ტრანსფერი 6 ივნისს დააანონსოს

,,ალ ჰილალი” ლეო მესის ტრანსფერის დაანონსებას მომავალ სამშაბათს აპირებს. ინფორმაციას Sport.es-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არაბულ გუნდში იმედოვნებენ, რომ არგენტინელისგან საბოლოო დადებით პასუხს სწორედ 6 ივნისს მიიღებენ. როგორც ესპანურ მედიაში იწერება, ,,ალ ჰილალი” მზადაა, ლეოს ხელფასის სახით წელიწადში 400 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც მას ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

თავად მესის, რომელიც დღეს ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ბოლო მატჩს ჩაატარებს, არ სურს, რომ გადაწყვეტილება მომავალი გუნდის შესახებ, ზედმეტად გაჭიანურდეს.

ლეოს გაფორმება ,,ბარსელონასაც” სურს, თუმცა კატალონიელებს ჯერჯერობით არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მესის ოფიციალური წინადადებით მიმართონ.

მიმდინარე სეზონში 35 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 21 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა.

Diario Sport: ალ ჰილალს სურს, რომ მესის ტრანსფერი 6 ივნისს დააანონსოს

სტატიის ავტორი
-