დივოკ ორიჯი “ლივერპულს” დატოვებს

ფაბრიციო რომანოს თქმით, დივოკ ორიჯი მომავალ კვირას მილანში გაფრინდება, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და “მილანთან” კონტრაქტს მოაწეროს ხელი.

მას შემდეგ, რაც 2014 წელს ლივერპულში გადავიდა, ორიჯიმ ორჯერ დატოვა მერსისაიდი. ის მაშინვე დაუბრუნეს “ლილს” და 2017/2018 წლების სეზონი გერმანულ “ვოლფსბურგში” გაატარა. მისი გადასვლა მილანში იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ბელგიელი “ლივერპულს” სამუდამოდ დატოვებს. 27 წლის ფეხბურთელს ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი. ის იმედოვნებს, რომ გაჰყვება რომელუ ლუკაკუს, ედინ ჯეკოს და ტამი აბრაჰამის კვალს, რომლებიც პრემიერლიგიდან გადასვლის შემდეგ, იტალიაში საკმაოდ ბევრ გოლს იტანენ. ორიჯი არასოდროს ყოფილა “ლივერპულის” ძირითადი მოთამაშე. როგორც წესი, მას იურგენ კლოპი შანსს თამაშის ბოლოს აძლევდა. ორიჯი “მილანში” გადადის იმედით, რომ გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

არის შესაძლებლობა, რომ დივოკი “მილანში” პირველი თავდამსხმელი გახდეს. იტალიური კლუბის ამჟამინდელი მთავარი მოთამაშეები არიან: ოლივიე ჟირუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ჟირუს საუკეთესო წლებმა უკან ჩაიარა, ხოლო 40 წლის იბრაჰიმოვიჩს ჯვარედინი მყესების ოპერაცია უტარდება.

ჯერ ცნობილი არაა ეძებ თუ არა “ლივერპული” ბელგიელის შემცვლელს. წლების განმავლობაში ის ჩამოყალიბდა, როგორც ნამდვილი გმირი, მაგრამ მისი როლი გუნდში ყოველთვის ბუნდოვანი იყო. იურგენ კლოპმა უკვე გადადგა ნაბიჯი. იმისათვის,რომ გერმანელ ტაქტიკოსს გოლები არ დააკლდეს ურუგვაელი დარვინ ნუნიესი დაიმატა, 85 მილიონ ფუნტად. თუმცა, ის უფრო სავარაუდო სადიო მანეს შემცვლელი იქნება, ვიდრე ორიჯის.

ორიჯის ბოლო წუთზე მოტანილი გამარჯვებები და თამაშის გადამრჩენი გოლები დიდხანს დარჩება ლივერპულის გულშემატკივრების მეხსიერებაში.

როდესაც მისი წასვლა Twitter-ზე დადასტურდა, კლუბმა ბელგიელს სოციალურ მედიაში “ლეგენდა” უწოდა. გულშემატკივრები მას ყველაფერს საუკეთესოს უსურვებენ “მილანში”.

დივოკ ორიჯი “ლივერპულს” დატოვებს

სტატიის ავტორი
-