ენდრიკი მისი კუმირის ნაკვალევს მიჰყვება

16 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავის შესაძენად გაჩაღებულ ბრძოლაში მადრიდის “რეალმა” გაიმარჯვა.

“პარი სენ-ჟერმენი”, “ბარსელონა”, “რეალი” და ევროპული ფეხბურთის რამდენიმე ფლაგმანი უნიჭიერესი ბრაზილიელის გადასაბირებლად იბრძოდა, თუმცა გამარჯვება “სამეფო კლუბს” დარჩა. “რეალი” თავდამსხმელის სანაცვლოდ 72 მილიონ ევროს გადაიხდის. ენდრიკი ,,რეალში” 2024 წლის ივლისიდან ითამაშებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული.

როგორც ჩანს, ენდრიკის გადაწყვეტილებაზე გავლენა კრიშტიანუ რონალდუმ იქონია, რომელიც მისი კუმირია.

“კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ჩემი კუმირია “რეალში” თამაშობდა. სწორედ ამიტომ ავირჩიე მადრიდის “რეალი”, – აღნიშნა ენდრიკმა Marca-სთან საუბარში.

ენდრიკი მისი კუმირის ნაკვალევს მიჰყვება

სტატიის ავტორი
-