ერიქსენი: ,,ვწუხვარ, რომ რონალდუ ჩვენთან ერთად აღარ არის, მაგრამ მომავალი მატჩის შემდეგ ხალხი დაივიწყებს, რა მოხდა წარსულში”

,,მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა, ,,ნოტინგემთან” მოგების შემდეგ, გუნდიდან კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შესახებ ისაუბრა:

,,პირველ ყოვლისა ვწუხვარ, რომ რონალდუ ჩვენთან ერთად აღარ არის. მისი მემკვიდრეობა და სახელი ნებისმიერ გუნდში რაღაც განსაკუთრებულია. მიხარია, რომ მასთან ერთად თამაშის საშუალება მომეცა.

თუმცა, ფეხბურთი გრძელდება… მომავალი მატჩის შემდეგ ხალხი დაივიწყებს, რა მოხდა წარსულში, ჩვენ კი ახლა კონცენტრირებულები ვართ იმის გააზრებაზე, რომ კრიშტიანუ გუნდში აღარაა,” – ერიქსენის სიტყვებს Manchester Evening News-ი ციტირებს.

,,მანჩესტერ იუნაიტედმა’’ კრიშტიანუსთან კონტრაქტი ნოემბერში გაწყვიტა, მანამდე 37 წლის ფეხბურთელმა ,,წითელი ეშმაკები’’ პირს მორგანთან ინტერვიუში მწვავედ გააკრიტიკა.

რონალდუს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ,,იუნაიტედის” მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა იყო.

ერიქსენი: ,,ვწუხვარ, რომ რონალდუ ჩვენთან ერთად აღარ არის, მაგრამ მომავალი მატჩის შემდეგ ხალხი დაივიწყებს, რა მოხდა წარსულში”

სტატიის ავტორი
-