ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი, გევინ სტოუქსი 30 წლის ასაკში გარდაიცვალა

შოტლანდიელი ფეხბურთელი, გევინ სტოუქსი 30 წლის ასაკში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა გუშინ ღამით გლაზგოში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სტოუქსმა მართვაზე კონტროლი დაკარგა და მისი მანქანა ამობრუნდა. ფეხბურთელი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად, სხვა არავინ დაშავებულა.

სტოუქსს რამდენიმე შოტლანდიურ გუნდში აქვს ნათამაშები. ფეხბურთელმა მედიის ყურადღება 2017 წელს მიიპყრო, როცა ,,მერიჰილის” შემადგენლობაში ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა – სტოუქსმა მეტოქე გუნდის კარის აღება 3 წამში შეძლო.

ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი, გევინ სტოუქსი 30 წლის ასაკში გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-