ევროტურნირების შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

იმ შემთხვევაში თუ ,,დინამო ბათუმი” ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევს, მეორე რაუნდში საქართველოს მოქმედი ჩემპიონები ,,დინამო ზაგრებს”; ,,ლეხ პოზნანი” – ,,ყარაბაღის” წყვილში ან ,,ტობოლი” – ,,ფერენცვაროშის” წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან.

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს სამი ქართული გუნდი:

,,დინამო თბილისის” სავარაუდო მეტოქეები ,,პაიდესთან” მოგების შემთხვევაში:

  • ქონიასპორი (თურქეთი), ზირა (აზერბაიჯანი), არარატ-არმენია (სომხეთი), ქიშვარდა (უნგრეთი), ვლაზნია (ალბანეთი).

გორის ,,დილას” სავარაუდო მეტოქეები ,,კუპსის” დამარცხების შემთხვევაში:

  • ვიკინგი (ნორვეგია), აიკი (შვედეთი), რაკოვი (პოლონეთი), ვალმიერა (ლატვია) ან პანევეჟისი (ლიეტუვა) – მილსამის (მოლდოვა) წყვილში გამარჯვებული.

,,საბურთალოს” სავარაუდო მეტოქეები ალბანური ,,პარტიზანის” დამარცხების შემთხვევაში:

  • ბუქარესტის სტიაუა (რუმინეთი), ჰაპოელ ბეერ შევა (ისრაელი), ცსკა სოფია (ბულგარეთი), ბაქოს ნეფთჩი (აზერბაიჯანი) ან ალაშკერტი (სომხეთი) – ჰამრუნის (მალტა) წყვილში მოგებული.

,,დინამო ბათუმი” პირველ მატჩს 5-6 ივლისს სტუმრად გამართავს, საშინაო შეხვედრა კი 12-13 ივლისს გაიმართება.

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები 7 ივლისს, ხოლო საპასუხო მატჩები 14 ივლისს ჩატარდება.

ევროტურნირების შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

სტატიის ავტორი
-