გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

,,მეცის” თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 36 შეხვედრაში 23 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა, რითაც ბომბარდირთა შორის პირველ ადგილს იკავებს.

გარდა ამისა, მიქაუტაძე სეზონის სიმბოლურ თერთმეტეულშიც მოხვდა.

ლიგა 2-ის ბოლო ტურის წინ, ,,მეცი” 69 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა და იმ შემთხვევაში თუ ადგილს შეინარჩუნებს, ლიგა 1-ის საგზურს გაიფორმებს.

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

სტატიის ავტორი
-