“გოჩოლეიშვილი დიდ სარგებელს მოგვიტანს” – შახტარის მწვრთნელი

21 წლის გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას დონეცკის “შახტარში” გააგრძელებს. განაპირა მცველმა ტიტულოვან უკრაინულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში პირველი იანვრიდან შევა.

ერთ-ერთ უკრაინულ მედია საშუალებასთან საუბარში, “შახტარის” მთავარმა მწვრთნელმა – იგორ იოვიჩევიჩმა, ქართველი მცველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“დრო გვიჩვენებს. როდესაც მის მახასიათებლებს დავაკვირდით, მივხვდით, რომ ჩვენთვის შესაძლოა დიდი სარგებლის მომტანი გახდეს. ის სწრაფია, ამტანი და აგრესიული და რაც მთავარია ზუსტია დასკვნით ფაზაში. გოჩოლეიშვილს შეუძლია როგორც მაცხენა, ისე მარჯვენა ფეხით დარტყმა და გოლებიც გააქვს.

უფრო მაღალი დონის ლიგაში სათამაშოდ გადასვლის შემდეგ, მას განვითარების შესაძლებლობა ექნება. ვნახოთ, როგორ შეძლებს კონკურენციის დაძლევას. ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესოა.

ვერ ვიტყვით, რომ ის გაგვაძლიერებს, მანამ სანამ უკრაინაში მის თამაშს არ ვიხილავთ. ამჟამად ის ახალბედაა”.

“გოჩოლეიშვილი დიდ სარგებელს მოგვიტანს” – შახტარის მწვრთნელი

სტატიის ავტორი
-