გულიტი: ,,მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არ არის”

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რუდ გულიტმა, უპასუხა შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა ლეო მესის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად:

,,არა, მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არ არის. მიმაჩნია, რომ ის ამ მომენტში საუკეთესოა. ვფიქრობ, ბევრი რამის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება.

თუ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას სამჯერ მოახერხებ, ეს შთამბეჭდავი მიღწევა იქნება. 1960-იანი და 1970-იანი წლების ნაწილი პელეს ეპოქა იყო, შემდეგ კი მარადონას დრო მოვიდა,” – განაცხადა გულიტმა.

მესი არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 35 წლის ფეხბურთელი მუნდიალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

გულიტი: ,,მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არ არის”

სტატიის ავტორი
-