ჰარი კეინი Boxing Day-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

პრემიერლიგის მე-17 ტურის შეხვედრა ,,ბრენტფორდსა” და ,,ტოტენჰემს” შორის ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მატჩში თავი გამოიჩინა ჰარი კეინმა, რომელსაც Boxing Day-ზე 10 გოლი დაუგროვდა. შედეგად, 29 წლის ფეხბურთელმა რობი ფაულერს (9 გოლი) გადაუსწრო და ყველა დროს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გარდა ამისა, კეინს გოლი 26 დეკემბერს ჩატარებულ ყველა შეხვედრაში აქვს გატანილი.

16 თამაშის შემდეგ, ,,ტოტენჰემი” 30 ქულით სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა და პირველადგილოსან ,,არსენალს” 7 ქულით ჩამორჩება.

https://twitter.com/ESPNUK/status/1607376647526694912

ჰარი კეინი Boxing Day-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

სტატიის ავტორი
-