IFFHS-მა 2022 წლის საუკეთესო გამთამაშებლად მესი დაასახელა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2022 წლის საუეკთესო ფლეიმეიკერად ლეო მესი დაასახელა (კარიერაში მეხუთედ).

ბოლო ორი წლის განმავლობაში IFFHS-ი საუკეთესოდ ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველს, კევინ დე ბრუინეს, ასახელებდა, რომელმაც ამჯერად მესამე ადგილი დაიკავა.

მეორეზე გავიდა ხორვატიის ნაკრებისა და ,,რეალის” ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი.

მესი საუკეთესო გამთამაშებლად ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს. არგენტინელმა წელს ხავის (4-ჯერ) რეკორდი გააუმჯობესა.

2022 წლის 10 საუკეთესო ფლეიმეიკერი IFFHS-ის ვერსიით:

  1. ლეო მესი – 170 ქულა
  2. ლუკა მოდრიჩი – 115 ქულა
  3. კევინ დე ბრუინე – 40 ქულა
  4. ბრუნო ფერნანდეში – 25 ქულა
  5. ანტუან გრიზმანი, ბერნარდუ სილვა – 20 ქულა
  6. კრისტიან ერიქსენი, დუშან ტადიჩი – 10 ქულა
  7. ტონი კროოსი, ჰაკიმ ზიეში – 5 ქულა

IFFHS-მა 2022 წლის საუკეთესო გამთამაშებლად მესი დაასახელა

სტატიის ავტორი
-