ინგლისელმა ლეგენდებმა საუთგეიტი დაიცვეს

გუშინდელ შეხვედრაში, ინგლისის ნაკრებმა, უნგრეთთან 4 უპასუხო გოლი გაუშვა და შინ დამარცხდა.

“მოლენიუზე” ამ საშინელი მარცხის შემდეგ, “სამი ლომის” ფანებმა საუთგეიტის კრიტიკა უფრო გააძლიერეს. ინგლისელები უკმაყოფილებას არც სტადიონზე მალავდნენ. მესამე გოლის შემდეგ ფანები ფეხბურთელებს უსტვენდნენ და საუთგეიტის მიმართ მსგავს შეძახილს აჟღერებდნენ: ” შენ არ იცი რას აკეთებ! ”

ფანებს ინგლისელმა ლეგენდებმა მხარი არ აუბეს. ჯეიმი კარაგერმა ასეთი სტატუსი გაავრცელა სოციალურ ქსელში:

” შენ არ იცი რას აკეთებ!” მოკეტეთ კლოუნებო. ამ მწვრთნელმა შეძლო და საუკეთესო შედეგი მოგვცა 1966 წლის შემდეგ.”

ინგლისელმა ლეგენდებმა საუთგეიტი დაიცვეს 1

 

კარაგერი არ ყოფილა ერთადერთი, რომელმაც საუთგეიტი დაიცვა. ჯო კოულმა  Daily Exprss- ის საშუალებით განხცადება გააკეთა:

” მე მესმის გულშემატკივრის იმედგაცრუება, თუმცა გარეთმა ნამდვილად იცის რასაც აკეთებს. მან გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალში და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ათამაშა. ალფ რემზის შემდეგ, მასზე წარმატებული მწვრთნელი არ გვყოლია, ეს ფაქტია და ამაზე დავა არ ღირს.”

შეგახსენებთ, რომ ინგლისი ერთა ლიგის A ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს და დიდი შანსია B ჯგუფში დაქვეითდეს. ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატამდე 5 თვე რჩება და საინტერესოა დარჩება თუ არა გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრების მწვრთნელად.

ინგლისელმა ლეგენდებმა საუთგეიტი დაიცვეს

სტატიის ავტორი
-