“ინვესტიცია პატარა კვარაში” – იტალიაში ისევ გიორგი კვერნაძეზე საუბრობენ

იტალიური მედია კვლავაც “საბურთალოს” ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის შესახებ საუბრობს და განიხილავს ვერსიას, რომ ის საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდ “ნაპოლის” ინტერესის ქვეშაა.

“ნაპოლი არავის ყიდის. მათ გადაწყვიტეს, რომ არავინ გაუშვან. გუნდის იდეა არის ის, რომ შეინარჩუნოს არსებული შემადგენლობა სკუდეტოსთვის ბრძოლის გზაზე სტაბილური სვლის გასაგრძელებლად.

სამომავლოდ კი გუნდმა შესაძლოა გაძლიერებაზეც იფიქროს, რა მიმართულებითაც ინვესტიციის სახით კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელში გიორგი კვერნაძეში დაბანდებას გეგმავს. ამ დროისთვის მისი კონტრაქტის ღირებულება 300 000 ევროა, ახლა კი ახლოს არის “დინამო ბათუმში” გადასვლასთან, რომლის შემდეგაც “ნაპოლისთვის” მისი დაკვირვება უფრო მარტივი იქნება. “კვარას პატარა ძმა” მზად არის “ნაპოლის” ქართული ტენდენციის გაგრძელებაში დაეხმაროს”, – წერს Radio Marte-ს გამოცემა.

გიორგი კვერნაძე 19 წლის ტექნიკური გარემარბი გახლავთ, რომელიც ზუსტად იმ პოზიციაზე თამაშობს, სადაც ჩვენი ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია. 1.87 სმ სიმაღლის ფეხბურთელმა 2022 წელს “თელავის” შემადგენლობაში, სადაც იჯარის წესით თამაშობდა, 4 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, ხოლო 21-წლამდელთა ნაკრებში სამი შეხვედრა ჩაატარა.

“ინვესტიცია პატარა კვარაში” – იტალიაში ისევ გიორგი კვერნაძეზე საუბრობენ

სტატიის ავტორი
-