იტალიამ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

,,სკუადრა აძურას” განაცხადში 28 ფეხბურთელია:

მეკარეები – ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ტორინო)

მცველები – ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ემერსონი (ჩელსი), ალესანდრო ფლორენცი (პსჟ), ჯანლუკა მანჩინი, ლეონარდო სპინაცოლა (რომა), რაფაელ ტოლოი (ატალანტა).

ნახევარმცველები – ნიკოლო ბარელა, სტეფანო სენსი (ინტერი), ბრაიან კრისტანტე, ლორენცო პელეგრინი (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი), მანუელ ლოკატელი, (სასუოლო), მატეო პესინა (ატალანტა), მარკო ვერატი (პსჟ), მატეო პოლიტანი (ნაპოლი).

თავდამსხმელები – ანდრეა ბელოტი (ტორინო), ჩირო იმობილე (ლაციო), ფედერიკო ბერნარდესკი, ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).


იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში თურქეთის, უელსისა და შვეიცარიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.



 

იტალიამ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

სტატიის ავტორი
-