ჯანლუიჯი დონარუმა: “თუ გსურთ ყველაფერი მე დამაბრალოთ, არაუშავს, მე კაპიტანი ვარ და ყველაფერს ავიტან”

იტალია გერმანიასთან სტუმრად 5:2 დამარცხდა.

1957 წლის შემდეგ იტალიამ პირველად გაუშვა 5 გოლი.

იტალიის 23 წლის კარის დარაჯს, ჯანლუიჯი დონარუმას, საშინელი საღამო ჰქონდა. მან  გადამწყვეტი შეცდომა დაუშვა მეორე ტაიმში, მეკარის პასი, კრისტანტეს მიმართულებით, არაზუსტი აღმოჩნდა და ეს მომენტი საბოლოოდ გოლით დასრულდა. ევრო 2020-ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ამ შეცდომის შემდეგ.

მატჩის შემდეგ, ჟურნალისტმა “რეალის” წინააღმდეგ დაშვებული შეცდომაც გაახსენა დონარუმას, რამაც ახალგაზრდა მეკარე გააბრაზა:

” როდის მოხდა ეს, ადრე? თუ გსურთ ყველაფერი მე დამაბრალოთ, არაუშავს, მე კაპიტანი ვარ და ყველაფერს ავიტან. ვფიქრობ, თქვენ ყველა ცდილობთ შეცდომის გაბუქებას.”

 

ჯანლუიჯი დონარუმა: “თუ გსურთ ყველაფერი მე დამაბრალოთ, არაუშავს, მე კაპიტანი ვარ და ყველაფერს ავიტან”

სტატიის ავტორი
-