ჯენოამ ანდრეი შევჩენკო გაათავისუფლა

,,ჯენოამ” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეი შევჩენკო გაათავისუფლა. ინფორმაციას იტალიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. გენუელებმა გავრცელებულ განცხადებაში უკრაინელ სპეციალისტსა და მის სტაფს მადლობა გადაუხადეს

შევჩენკომ ,,ჯენოა” 7 ნოემბერს ჩაიბარა და კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 11 ჩატარებული მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ,,ჯენოა” 12 ქულით ცხრილის მე-19 პოზიციაზეა და ბოლოადგილოსან ,,სალერნიტანას” მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. ,,წითელ-ლურჯების” დროებითი მწვრთნელი აბდულაი კონკო იქნება.


ჯენოამ ანდრეი შევჩენკო გაათავისუფლა

სტატიის ავტორი
-