ხავი: ,,ჩვენთვის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მშვიდი იქნება”

კატალონიის ,,ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, განაცხადა, რომ მისი გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობით კმაყოფილია:

,,ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მშვიდი იქნება. შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და ბრძოლას ამ გუნდით ვაპირებთ.

კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც ბრძოლა ოთხივე ტიტულისთვის შეუძლია. მიზანი თასების მოგებაა,” – ხავის სიტყვებს Marca ციტირებს.

,,ბარსელონა” 37 ქულით ლა ლიგის მეორე პოზიციაზეა და პირველადგილოსან ,,რეალს”, რომლის ანგარიშზეც ერთით მეტი მატჩია, ერთი ქულით ჩამორჩება.

ხავის გუნდი ევროპა ლიგის პლეი-ოფში ,,მანჩესტერ იუნაიტედს” ხვდება, კოპა დელ რეის 1/16-ფინალში კი ,,ინტერსიტის”.

გარდა ამისა, კატალონიელებს 12 იანვარს ,,ბეტისთან” ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური შეხვედრა ელით.

ხავი: ,,ჩვენთვის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მშვიდი იქნება”

სტატიის ავტორი
-