ხავი მესის შესახებ: “დაბრუნება 99%-ით მასზეა დამოკიდებული…”

“პსჟ”-სა და არგენტინის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავის – ლიონელ მესის “ბარსელონაში” დაბრუნების ფაქტზე სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება.

ამ ეტაპზე მესი ,,პსჟ-სთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. მეტიც, ლიონელ მესი პარიზში საკუთარ სახლს ყიდის და მას კლუბიდან წასვლა თითქმის გადაწყვეტილი აქვს.

ამ ფაქტის შესახებ, კატალონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა – ხავი ერნანდესმა, ესპანურ გამოცემა TV3-ში ამ ფაქტის შესახებ ისაუბრა.

“მგონი ბევრს არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ მთელი ქალაქი ბარსელონა მესის ელოდება. დიახ, ეს ნამდვილად ასეა და თითოეული ფეხბურთელი და გუნდის წევრი მზად ვართ, რომ მესი კვლავ ჩვენს გვერდით ვიხილოთ.

ჩვენი, კლუბის მხრიდან ყველა დეტალის შეთანხმება შესაძლებელია, ამიტომ ყველაფერი და ამ ტრანსფერის შესახებ 99% მასზეა დამოკიდებული”. – ხავი.

ხავი მესის შესახებ: “დაბრუნება 99%-ით მასზეა დამოკიდებული…”

სტატიის ავტორი
-