“ხვალ პსჟ-ს დავემშვიდობები” – სერხიო რამოსი პარიზულ კლუბს ტოვებს

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსმა გადაწყვიტა, რომ “პსჟ-ს” დაემშვიდობოს. ესპანელი მცველი პარიზულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. აღსანიშნავია, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე რამოსმა თავად განაცხადა უარი.

“ხვალ ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ ეტაპს დავემშვიდობები და დავემშვიდობები “პსჟ-საც.” – განაცხადა სერხიო რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” სერხიო რამოსი 2021 წლის ზაფხულში “რეალიდან” დაიმატა. მიმდინარე სეზონში ესპანელმა პარიზული კლუბის მაისური, ყველა ტურნირზე, 44-ჯერ მოირგო და 3 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

“ხვალ პსჟ-ს დავემშვიდობები” – სერხიო რამოსი პარიზულ კლუბს ტოვებს

სტატიის ავტორი
-