კოკაინის გამო დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი ფეხბურთს 12 წლის შემდეგ დაუბრუნდა

იტალიელი ფორვარდი, რომელიც 1993-2010 წლებში სერია A-ში ასპარეზობდა, ფეხბურთს 46 წლის ასაკში დაუბრუნდა.

“ფიორენტინასა” და “სამპდორიას” ყოფილი ვარსკვლავი, ფრანჩესკო ფლაკი იტალიის ჩემპიონატის გამორჩეული თავდამსხმელი იყო, თუმცა 2010 წელს, კოკაინის გამოყენების გამო მან 12-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ახლა კი, 46 წლის ფრანჩესკომ ფეხბურთის თამაშის ნებართვა მიიღო და მან ძალები იტალიის მე-5 დივიზიონის გუნდ, “სიგნაში” გამოსცადა. “პრატოსთან” გამართულ (2:2) შეხვედრაში, ფლაკიმ მოედანზე 30 წუთი გაატარა.

ფრანჩესკო ფლაკი ამჟამინდელ გუნდთან ერთად 5 თვის განმავლობაში ემზადებოდა, დებიუტი კი იტალიელმა ასე შეაფასა:

“დღევანდელ დღეს გავიდა 12 წლიანი დისკვალიფიკაცია, ეს ჩემი თავიდან დაბადებაა.

რა ვიგრძენი? პირველად თავბრუსხვევა, დატვირთვის გამო კვირაა არ დამიძინია. ახლა კი ბედნიერი ვარ, მადლობა ყველას, ვინც თავი ისევ ფეხბურთელად მაგრძნობინა,” – ამბობს ფრანჩესკო.

აღსანიშნავია, რომ ფლაკის “სამპდორიაში” შესანიშნავის სტატისტიკა აქვს. მან 280 მატჩში 110 გოლის გატანა მოახერხა.

კოკაინის გამო დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი ფეხბურთს 12 წლის შემდეგ დაუბრუნდა

სტატიის ავტორი
-