კვარაცხელია, ოსიმენი და კიმი რჩეულთა შორის – GOAL.COM-მა საუკეთესოები გამოავლინა

2022/23 წლების ევროპული საფეხბურთო სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებში სეზონი ან უკვე დასრულდა – ან მხოლოდ 1 ტურია დარჩენილი.

ავტორიტეტული სპორტული მედია საშუალებები წლევანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებს ასახელებენ და ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის გარემოება, რომ რჩეულთა შორის საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერი – ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.

GOAL.COM-მა 2022/23 წლების ევროპული საფეხბურთო სეზონის 21 საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. 21 საუკეთესო ფეხბურთელს შორის “ნაპოლის” სამი ვარსკვლავი: ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი და კიმ მინ-ჯე მოხვდა.

ავტორიტეტული მედია საშუალების რჩეულთა შორის, კვარაცხელია მე-13, ვიქტორ ოსიმენი მე-7, ხოლო კიმ მინ-ჯაე 21-ე პოზიციაზე დასახელდნენ.

ევროპის საუკეთესო 21 ფეხბურთელი

  1. ერლინგ ჰოლანდი (“მანჩესტერ სიტი”)
  2. კევინ დე ბრუინე (“მანჩესტერ სიტი”)
  3. ვინისიუს ჟუნიორი (“რეალი”)
  4. კილიან მბაპე (“პარი სენ-ჟერმენი”)
  5. ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”)
  6. რონალდ არაუხო (“ბარსელონა”)
  7. ვიქტორ ოსიმენი (“ნაპოლი”)
  8. რობერტ ლევანდოვსკი (“ბარსელონა”)
  9. ლეო მესი (პარი სენ-ჟერმენი)
  10. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”)
  11. როდრი (“მანჩესტერ სიტი”)
  12. მარტინ ოდეგორი (“არსენალი”)
  13. ხვიჩა კვარაცხელია (“ნაპოლი”)
  14. ბუკაიო საკა (“არსენალი”)
  15. ილქაი გუნდოგანი (“მანჩესტერ სიტი”)
  16. ჯუდ ბელინგემი (“დორტმუნდი”)
  17. ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”)
  18. ნათან აკე (“მანჩესტერ სიტი”)
  19. ქარიმ ბენზემა (“რეალი”)
  20. პედრი (“ბარსელონა”)
  21. კიმ მინ-ჯე (“ნაპოლი”)

კვარაცხელია, ოსიმენი და კიმი რჩეულთა შორის – GOAL.COM-მა საუკეთესოები გამოავლინა

სტატიის ავტორი
-