კვარაცხელიასთვის ბრძოლაში სიტი და ნიუკასლიც ჩაერთნენ

SportsMole-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით “მანჩესტერ სიტი” და “ნიუკასლ იუნაიტედიც” ინტერესდებიან.

ხვიჩას დებიუტი ევროპულ ფეხბურთში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. “ნაპოლის” რიგებში ჩატარებულ 17 შეხვედრაში, 8 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. La Gazetta dello Sport იტყობინება, რომ იტალიური კლუბი ქართველი გარემარბის შენარჩუნებას აპირებს და ახალი კონტრაქტის მიხედვით ამჟამინდელ ხელფასს გაუორმაგებენ. როგორც გამოცემა ირწმუნება, მოლაპარაკებები ფეხბურთელის აგენტს მამუკა ჯუღელსა და კლუბის ხელმძღვანელს კრიშტიანო ჯუნტოლს შორის შესანიშნავად მიმდინარეობს და ფეხბურთელი მხოლოდ”ნაპოლიზე” არის ორიენტირებული.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, “მანჩესტერ სიტი” და “ნიუკასლ იუნაიტედი” მაინც აკვირდებიან ხვიჩას და იმედოვნებენ, რომ ქართველის გადმობირებას შეძლებენ.

21 წლის ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” 10 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა და ახალი კონტრაქტის მიხედვით გუნდში 2027 წლამდე დარჩება.

კვარაცხელიასთვის ბრძოლაში სიტი და ნიუკასლიც ჩაერთნენ

სტატიის ავტორი
-