ლაპორტა: ,,ჩემთვის მესი კრუიფისა და მარადონას ნაზავია”

,,ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ისაუბრა საუკეთესო ფეხბურთელებზე, რომლებსაც კატალონიურ გუნდში უთამაშიათ:

,,კამპ ნოუ ჩემი ცხოვრებაა. აქ 4 წლის ასაკიდან დავდივარ. ,,ბარსელონას” გულშემატკივრები ყოველთვის პრივილეგირებულები იყვნენ. ჩვენ ვნახეთ კრუიფი, მარადონა, შუსტერი, რონალდო, რივალდო, რონალდინიო, რომარიო, სტოიჩკოვი.

საუკეთესო მესი იყო, ჩემთვის ის კრუიფისა და მარადონას ნაზავია,” – განაცხადა ლაპორტამ.

ლეო მესი ,,ბარსელონაში” 2004-2021 წლებში თამაშობდა. არგენტინელის ანგარიშზე კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 778 შეხვედრაში 672 გოლი და 303 საგოლე გადაცემაა.

https://twitter.com/BarcaWorldwide/status/1662182470392107009

ლაპორტა: ,,ჩემთვის მესი კრუიფისა და მარადონას ნაზავია”

სტატიის ავტორი
-