ლაპორტამ დაასახელა 4 ფეხბურთელი, რომლებიც ბარსელონას არ დატოვებენ

კატალონიის “ბარსელონას” 60 წლის პრეზიდენტმა – ხუან ლაპორტამ დაასახელა 4 ფეხბურთელი, რომელიც მომავალი 2 წლის განმავლობაში “ბარსელონას” არ დატოვებს.

“ბლაუგრანა” ფინანსურ პრობლემებში აღმოჩნდა და უნდა მინიმუმ 26 მილიონი ევრო სჭირდებათ იმისათვის, რომ დაემორჩილონ ლა ლიგის ახალ ფინანსურ წესებს.

ამის გამო მათ რამდენიმე ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება ან ხელფასის შემცირება მოუწევთ. სწორედ ამიტომ, ლაპორტამ “ბარსელონას” 4 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც პრეზიდენტის თქმით ხელშეუხებლები იქნებიან.

“ლა ლიგის ახალი ფინანსური წესების გამო, შესაძლებელია რამდენიმე ფეხბურთელმა ჩვენი კლუბი დატოვოს. მე შემიძლია დავასახელო 4 ფეხბურთელი, რომლებიც ამ ეტაპზე ხელშეუხლებლები არიან და მათ არავის მივყიდით.

ესენი არიან: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ფრენკი დე იონგი, უსმან დემბელე და ანსუ ფატი.

განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ფრენკი დე იონგის საკითხს, რადგან იგი ჩვენს კლუბში ერთ-ერთი მთავარი და შეუცვლელი ფიგურაა. ფრენკი საკუთარი თამაშით გუნდს ისე ეხმარება, როგორც ამას ხავი და ინიესტა აკეთებდნენ. მისი შეძენით ბევრი გრანდია დაინტერესებული, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ფრენკი დე იონგი არ იყიდება”.

შეგახსენებთ, რომ 15 ტურის შემდეგ, “ბარსელონა” ლა ლიგის გათამაშებას 38 ქულით ლიდერობს. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში კი, კატალონიური კლუბი ჯგუფში ჩარჩა და ევროპის ლიგაზე გადაერთო, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედს” შეხვდება.

ლაპორტამ დაასახელა 4 ფეხბურთელი, რომლებიც ბარსელონას არ დატოვებენ

სტატიის ავტორი
-