,,ლეოს ჩემი მოკვლა უნდოდა” – პარედესი მესისთან კონფლიქტზე

,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა, 2021 წელს, ,,ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, მესისთან მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა:

,,მესი გაბრაზდა, რადგან ჩემს თანაგუნდელს რაღაც ვუთხარი, მან კი მოისმინა. ძალიან გაბრაზდა და შემომიტია, საშინელება იყო. ჩემი მოკვლა უნდოდა, მე კი უბრალოდ სახლში წასვლა.

ამ შემთხვევის შემდეგ ნაკრებში შევხვდით და ისე იქცეოდა, თითქოს, არაფერი მომხდარა. ამით მან აჩვენა, როგორი ადამიანია. ახლა, როცა ამას ვიხსენებთ, ორივეს გვეცინება, მაგრამ მაშინ მართლა ჩემი მოკვლა უნდოდა,” – პარედესის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.


პარედესი და მესი ახლა არგენტინის ნაკრებშიც და ,,პარი სენ ჟერმენშიც” თანაგუნდელები არიან. გასულ სეზონში ფეხბურთელები ერთად საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ.


,,ლეოს ჩემი მოკვლა უნდოდა'' - პარედესი მესისთან კონფლიქტზე 1

,,ლეოს ჩემი მოკვლა უნდოდა” – პარედესი მესისთან კონფლიქტზე

სტატიის ავტორი
-