ვიქტორ ორტა: “კვარაცხელიასა და გაკპოს შეძენა გვსურდა, თუმცა…”

“ლიდსის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი – ვიქტორ ორტა ადასტურებს, რომ პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბი ხვიჩა კვარაცხელიასა და კოდი გაკპოს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდა, მაგრამ გარიგება ვერ შედგა.

აქტიური მცდელობების მიუხედავად, ტრანსფერი ჩაიშალა. ორტა აცნობიერებს, რომ როდესაც საქმე მსგავსი ტიპის ფეხბურთელების შეძენას ეხება, გუნდმა მყისიერი ზომები უნდა მიიღოს და აგრესიულად იმოქმედოს.

“რამდენიმე ფეხბურთელის შესახებ საკმაოდ დიდ ინფორმაციას ვფლობდით. გაკპოსა და კვარაცხელიას ტრანსფერთან ახლოს ვიყავით. საბოლოოდ, სატრანსფერო ღირებულებისა და ჩვენი ლიმიტის გამო, ორივე მათგანი დავკარგეთ. ზუსტად ამიტომ, მომავალში რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ”, – ვიქტორ ორტა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” მაისური მოირგო და უმოკლეს დროში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. კოდი გაკპო კი £37 მილიონის სანაცვლოდ “ლივერპულს” შეუერთდა.

ვიქტორ ორტა: “კვარაცხელიასა და გაკპოს შეძენა გვსურდა, თუმცა…”

სტატიის ავტორი
-